მასწავლებელს, რომელიც ბავშვებს ინგლისურს 2 Pac-ის სიმღერებით ასწავლის, კორონავირუსი დაუდგინდა

186-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, რომელიც ბავშვებს უცხო ენას 2 Pac-ის სიმღერებით ასწავლის, კორონავირუსი დაუდგინდა,-ამის შესახებ პედაგოგმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო! მოხდა ის, რისი რისკიც არსებობდა, კოვიდ 19-მა ჩემამდეც მოაღწია. სამწუხაროდ, ვერ ავირიდე. თავს ცოტა სუსტად ვგრძნობ, მაქვს სიცხე 37.5. სხვა გამოკვეთილი სიმპტომები არ მაქვს. ინფექციურ საავადმყოფოში მაწვენენ და დიდი იმედი მაქვს,რომ მალე დაგიბრუნდებით. მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან გაფრთხილდეთ და დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, არ მოადუნოთ ყურადღება. იმედია მაპატიებთ, რომ ჩემდაუნებურად თქვენი ღალატი გამომივიდა, დისკომფორტი შეგიქმენით ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს და მიგატოვეთ დროებით, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება“,-წერს დარეჯან გურასაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

დარეჯან გურასაშვილმა და მერაბ სეფაშვილმა 90-იან წლებში შეასრულეს სიმღერა  „დეკემბერი, დეკემბერი“, რომელიც იმ პერიოდის ჰიტად იქცა.

Facebook Comments
%d bloggers like this: