რა გზას გადის კოვიდდადასტურებული პაციენტი 112-ში ზარიდან კოვიდ-დაწესებულებაში მოხვედრამდე

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განმარტა, რა გზას გადის კოვიდდადასტურებული პაციენტი 112-ში ზარიდან კოვიდ-კლინიკაში ან კოვიდ-სასტუმროში მოხვედრამდე.

„კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მუშაობს შემდეგი სქემა – პირველი ნაბიჯი არის ონლაინ-კლინიკა. საქართველოში ჯერ კიდევ აპრილიდან პროცესში ჩაერთვნენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებსაც პირობითად ონლაინ-კლინიკები შევარქვით. დღეს მობილიზებულია 29 ონლაინ-კლინიკა. პაციენტი უკავშირდება 112-ს და მისი ზარი გადამისამართდება შესაბამისი ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმთან. ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმები ადგილზე მართავენ ამ პაციენტს – იღებენ გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა მას ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ტესტირება არ სჭირდება და საჭიროა ბინაზე მეთვალყურეობა, ოჯახის ექიმები ახორციელებენ მეთვალყურეობას 2 კვირის განმავლობაში ყოველ მესამე, მეექვსე, მეცხრე დღეს, პაციენტთან დარეკვით. ხოლო თუ პაციენტი კოვიდ-დადებითია და მას ბინაზე მკურნალობს, ამ შემთხვევაში მას ექიმი ყოველდღიურად უკავშირდება. რაც შეეხება ონლაინ-კლინიკის მიერ პაციენტის გადამისამართებას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში – თუ პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, მაგრამ ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ის ხვდება კოვიდ-სასტუმროში, ხოლო თუ დაავადების მიმდინარეობა რთულია და მისი ბინაზე დატოვება არ შეიძლება, ის ხვდება კოვიდ-კლინიკებში. თუ ბინაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, მას აუცილებლად გადაიყვანენ კოვიდ-კლინიკაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. კოვიდ-კლინიკაში გადაყვანილი პაციენტები იმართებიან ინფექციონისტების, ოჯახის ექიმების ან რეანიმატოლოგების მიერ, საჭიროების შესაბამისად“, – განაცხადა ადამიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: