სოსო მანჯავიძე: ბათუმში ნაცების აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს საშიში ასოციალური მოტივაციებით გაჟღენთილ დესტრუქციულ სექტასთან

Nusagi

ბათუმში ნაცების აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა., რომ საქმე გვაქვს საშიში ასოციალური მოტივაციებით გაჟღენთილ დესტრუქციულ სექტასთან, რომლის მოქმედება მკვეთრად გამოხატულ სუიციდალურ ხასიათს ატარებს,-ასე ეხმაურება სოსო მანჯავიძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქციას.

მისი თქმით, შეშლილი კერპთაყვანისმცემლები არაცნობიერად ცდილობენ, საფლავში დანარჩენი საზოგადოებაც ჩაიყოლონ.


„ენმ-ს წევრები და მომხრეები რომ კორონას არსებობას უარყოფდნენ, მათი ქცევა კიდევ რაღაც რაციონალიზმის ჩარჩოში ჩაჯდებოდა-არ ჯერათ და მორჩა.
მათ რომ ღმერთი სწამდეთ და ამბობდნენ, რომ რწმენა გადაარჩენთ, გაიგებდი ადამიანი- სწამთ და მორჩა.„
მაგრამ ასე არაა, პირიქით.
ისინი არც კორონას არსებობას უარყოფენ და არც ღმერთი სწამთ.
უბრალოდ ამ საოცარი ნგრევის მანიით არიან შეპყრობილები და ყველაფრის განადგურებაზე ოცნებობენ.
ამიტომაც ვამბობ და პეტიციაც შევადგინეთ ამისათვის, რომ ამ საშიშ სექტას უნდა შემოვაცალოთ პოლიტიკური საბურველი და ავკრძალოთ, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.
ქვეყანაც დაისვენებს და მათ ზომბირებულ მომხრეებსაც მიეცემათ ჰიპნოზიდან თავის დაღწევის საშუალება“,-წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ხალხმრავალი მიტინგი ჩატარდა. მიუხედავად გამწავავებული ეპიდვითარებისა, აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი ნიღბების გარეშე ესწრებოდა ღონისძიებას, ასევე არ იყო დაცული დისტანცია. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ამის გამო, ინფექციის გავრცელებამ შესაძლოა, გაცილებით ფართო მასშტაბები მიიღოს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: