ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქში, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამასთან, ყირგიზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სადირ ჟაპაროვი დროებითი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
15 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა.
ყირგიზეთში საპროტესტო გამოსვლები საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ 5 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, შემდეგ კი პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდა, პრემიერ-მინისტრმა კი, თანამდებობა დატოვა. პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა, რომელიც მომიტინგეებმა არეულობის დროს გაათავისუფლეს.
9 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
პირველი კენჭისყრის შედეგები მოქმედმა პრეზიდენტმა არ ცნო, თუმცა მეორე კენჭისყრის შემდეგ იძულებული გახდა, ჟაპაროვის კანდიდატურა დაემტკიცებინა.