ანტივირუსული პრეპარატი რემდესივირი პაციენტის გადარჩენის შანსს არ ზრდის, ან ზრდის, მაგრამ ძალზე მცირედ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კლინიკური კვლევების დროს ჯანმომ გამოსცადა ოთხი პრეპარატი – რემდესივირი, რომლითაც ვირუს ებოლას მკურნალობის დროს იყენებდნენ, ასევე მალარიის საწინააღმდეგო საშუალება ჰიდროქსიქლორინი, ინტერფერონი და ასევე ლოპონავირის და რიტონავირის კომბინაცია. ტესტირება 1 266 პაციენტზე, მსოფლიოს 30 ქვეყანაში მოხდა.
Facebook Comments