აშშ-ში 1956 წლის შემდეგ პირველად, ქალს სიკვდილით დასჯიან

Nusagi

აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 8 დეკემბერს სიკვდილით დასჯიან ლიზა მონტგომერის, რომელსაც ბრალად ედება ფეხმძიმე ქალის მოკვლა. ეს სასჯელი იქნება ქალის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა ფედერალურ დონეზე 1953 წლის შემდეგ, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მონტგომერის სასიკვდილო ინექციას შეუყვანენ. განაჩენი აღსრულდება მისურის შტატში, ტერე-ჰოტის ციხეში.

მონტგომერის სიკვდილი 2007 წელს მიუსაჯეს. მანამდე სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 23 წლის ბობი ჯო სტინეტის მკვლელობაში. დანაშაული 2004 წლის დეკემბერში იქნა ჩადენილი.

მონგომერი ძაღლის ლეკვის ყიდვის საბაბით, მოტყუებით შევიდა სტინეტის სახლში. ეს უკანასკნელი 8 თვის ფეხმძიმე იყო. მონტგომერიმ ორსული ქალი დაახრჩო, მუცლიდან ბავშვი ამოკვეთა და მასთან ერთად მიიმალა.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მონტგომერი ფსიქიური ავადმყოფია. დაცვას ამ დრომდე მიაჩნია, რომ სიკვდილით დასჯა შეუსაბამოა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მაინც სიცოცხლის ბოლომდე ციხეში იქნება- ამბობდნენ ადვოკატები.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: