ბელგიაში 19 ოქტომბრიდან კაფე-ბარები იკეტება, სახლში 4-ზე მეტი სტუმრის მიღება იკრძალება

Nusagi

ბელგიაში 19 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება, ასევე დაიხურება ყველა კაფე და რესტორანი. ამის შესახებ RTBF იუწყება.

„ეს ვირუსი ძალიან ძლიერად მოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე, უახლოესი კვირები ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რათა უარესი ავიცილოთ თავიდან“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ.

კომენდანტის საათი შუაღამიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს, ამ დროს სახლიდან გასვლა მხოლოდ საავადმყოფოში, სამსახურში, ან ავადმყოფი ნათესავის სანახავად იქნება შესაძლებელი. 

კაფეები და ბარები მინიმუმ 4 კვირით დაიკეტება, ამასთან, გადაწყვეტილება 2 კვირაში გადაიხედება. 19 ოქტომბრიდან დისტანციური მუშაობა სავალდებულო გახდება გარკვეული გამონაკლისების გარდა.

ბელგიელებს სახლში მხოლოდ 4 სტუმრის მიღების უფლება ექნებათ იმ პირობით, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანები იქნებიან 2 კვირის განმავლობაში. 

მაღაზიები არ იკეტება, თუმცა ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება.

ბელგიაში COVID-19-ის 190 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 3 000 გარდაიცვალა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: