დონალდ ტრამპი: ბაიდენს კორუმპირებული ოჯახი ჰყავს, ისინი დასაჭერები არიან

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ დანაშაულებრივი ორგანიზაცია შექმნეს. 

აიოვაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენს უნდა აეკრძალოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

ბაიდენმა New York Post-ის სტატიაზე მიუთითა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინული კომპანია Burisma Holdings ბაიდენის შვილს, ჰანტერს ფულს უხდიდა, რათა მამამისთან პოლიტიკურ სპრობლემებზე შეთანხმება მოეხდინა.

„ცოტა ხნის წინ ბაიდენი დებატების დროს ამერიკელი ხალხის წინაშე წარსდგა და ეს ბრალდებები უარყო, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ეს სიმართლეა. ის კორუმპირებულია და არ უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“,-განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ბაიდენს კორუმპირებული ოჯახი ჰყავს.

„ბაიდენი კორუმპირებულია, ეს არის კორუმპირებული ოჯახი“,-განაცხადა ტრამპმა, რასაც მისი მხარდამჭერების სკანდირება მოჰყვა „დაიჭირეთ“.

„ჩვენ ისინი უნდა ჩავსვათ ციხეში. უნდა ჩავსვათ ბაიდენები. დავაკავოთ ჰილარიც“,-უპასუხა ტრამპმა და დასძინა, რომ ბაიდენების ოჯახმა შექმნა დანაშაულებრივი კორპორაცია. ტრამპმა ისინი მტვერსასრუტებს შეადარა , რომლებიც მილიონებს ისრუტავენ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: