თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 15 წლის ინფიცირებული გოგონა მართვით სუნთქვაზეა

Nusagi

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 100-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 11 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათ შორისაა 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაციას report.ge ავრცელებს.

“დღეის მდგომარეობით გვყავს 99 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 11 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 კი ინტენსიურში. 70 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, აქედან 2 ჩვილია. ერთი 15 წლის გოგონა გვყავს მძიმე შემთხვევით, სუნთქვის აპარატზეა. კრიტიკულად მძიმე პაციენტად ითვლება” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას ლალი ტურძელაძემ.

გავრცელებული ცნობით, გოგონას მანამდე თანმდევი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: