იაპონურმა სუპერკომპიუტერმა მაგიდასთან ადგილების მიხედვით ვირუსის გადადების ალბათობა განსაზღვრა

იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო მეთოდების კვლევის ბოლო შედეგები გამოქვეყნდა. კვლევაში გამოიყენეს სუპერკომპიუტერი „ფიგაკუ“, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, რესტორანში, ერთ მაგიდასთან მსხდომთა ინფიცირების ვერსიებია დადგენილი იმის მიხედვით, თუ რა ადგილს იკავებს ადამიანი მაგიდასთან. 

დადგინდა, რომ გვერდით მჯდომი ადამიანისგან ინფექციის გადადების შანსი 5-ჯერ მეტია, ვიდრე პირდაპირ მჯდომისგან. ასევე აღმოჩნდა, რომ დაბალი ტენიანობის პირობებში, ჰაერში დაკიდებული ნაწილაკების უფრო დიდხანს რჩებიან და გადაადგილდებიან.

30%-იანი ტენიანობის დროს ასეთი ნაწილაკები ორჯერ მეტად იფრქვევა 1,8 მეტრზე, ვიდრე 60%-იანი ტენიანობის დროს. 

მასალა გამოქვეყნდა 13 აპრილს, FNN Prime Online-ში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: