საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 16 285 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილია 4 პაციენტი და რაოდენობამ ჯამში 128 შეადგინა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: