ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობას განვითარდეს და არ იყოს არანარი შეფერხება ამ განვითარებაში, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში, ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარადგენისას განაცხადა.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ დისტანცია და ატარონ პირბადეები.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა არის გარანტი იმის, რომ ამ პანდემისაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშნებლობასაც გავაგრძელებთ წარმატებით. არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად პანდემიისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არცერთი წუთით სისტემური ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არ შეჩერებულა და არც შეჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა გლობალურია და ვხედვათ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, რომ როცა ერთად ვიკრიბებით, თუნდაც, საარჩევნო კამაპანიაში, უნდა გავიკეთოთ პირდბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის შემდეგი განვითარების წიანშე.

სამწუხაროდ, მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა გავარძელოთ და უპასუხისმგებლო ქცევა ეს ნიშნავს, ქვეყნის განვითარების შეფარხებას, სხვას არაფერს. ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ 31 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხის, სამეგრელოს და ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება.

ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში დარწმუნებული ვართ, ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ ასე წესების დაცვით, ყველამ ერთად, გავიმარჯვოთ ისე, სამართლიან, ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობას განვითარდეს და არ იყოს არანარი შეფერხება ამ განვითარებაში. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად! გამარჯვებას გისურვებთ!“ – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: