არჩილ თალაკვაძე: დღეს მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება ისე, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში

მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს. ძვირფასო მოქალაქეებო, იმასთან ერთად, რომ ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო, პროგრესისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, ირჩევს უფრო მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პრობლემები საკუთარ წარსულთან და დღეს ის გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში.

„მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს. ძვირფასო მოქალაქეებო, იმასთან ერთად, რომ ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო, პროგრესისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, ირჩევს უფრო მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, თქვენ აქვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გაიყვანოთ ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის უკვე პერიოდულად 8 წელია აანონსებს, ხან სახურავიდან, ხან ზღვიდან, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანიდან, დაბრუნებას. ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა მან დღემდე საქართველოში ჩამოსვლა ვერ გაბედა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი, საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან ამ ქვეყანაში სხვას არავის მისი სიტყვების არ სჯერა.

მას აქვს პრობლემები საკუთარ წარსულთან და დღეს ის გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში, ამიტომ ამ არჩევნებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება და მის ადგილს ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: