ეს უკვე საგანგაშოა, დაინდეთ საკუთარი თავი, სახელმწიფო და დაგვინდეთ ექიმები

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა თბილისშიც და აჭარაშიც.

მისი თქმით, აჭარაში 1192 ახალი შემთხვევიდან 343 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში -471, იმერეთში- 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში 45 ,მცხეთა მთიანეთში -13, კახეთში -11. დანარჩენი სხვა რეგიონებში.

მარინა ენდელაძის განცხადებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. მისივე განცხადებით, თბილისსა და აჭარაში ასეთი გავრცელება უკავშირდება რეგულაციების არ დაცვას.

„ჩვენს ცენტრს რაც შეეხება, 67 ინფიცირებული ჰვყავს, 6 -რეანიმაციაში, მსუბუქები სტაციონარში არ წვანან, გვყავს მძიმე და საშუალოდ მძიმე პაციენტები. მსუბუქი პაციენტი ბევრია და მკურნალობენ სახლებში. სტაციონარში მხოლოდ მძიმე პაციენტები მოთავსდებიან. 

მდგომარეობა უკვე საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და უნდა მივიღოთ. მოგმართავთ, დაიცავით რეგულაციები, დაინდეთ საკუთარი თავი, ახლობლები, სახელმწიფო და ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“,-აცხადებს მარინა ენდელაძე.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: