ოზურგეთის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა

Nusagi

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „გურიაTV“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია ადასტურებს.

მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში პირველი ოქტომბრის ნაცვლად, კორონავირუსის გამო, 15 ოქტომბერს განახლდა. უკვე მეორე დღეს კი ბავშვებში მოწამლის სიმპტომები: მაღალი სიცხე, დიარეა, ღებინება აღინიშნა.

მსგავს სიტუაციაში დღეს ოზურგეთში 11 ბაღი და 100-მდე აღსაზრდელია. სიტუაციას ეპიდემიოლოგებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: