„რომას“ სპორტულ დირექტორად შესაძლოა გერმანელი იონას ბოლდტი დაინიშნოს

„რომას“ სპორტულ დირექტორად შესაძლოა გერმანელი იონას ბოლდტი დაინიშნოს, რომელიც ანალოგიურ თანამდებობაზე „ჰამბურგში“ მუშაობს.

ბოლდტთან მოლაპარაკებები დედაქალაქის გუნდის პრეზიდენტმა დენ ფრიდკინმა და მისმა ვაჟმა რაიანმა უკვე გამართეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ოფიციალურად კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

„ჰამბურგში“ მისვლამდე ბოლდტი „ლევერკუზენში“ სხვადასხვა პერიოდში სკაუტინგის განყოფილების ხელმძღვანელად, ბიზნეს-მენეჯერად და სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: