საფრანგეთში მოკლული მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად ქუჩებში ათასობით ადამიანი გავიდა

საფრანგეთში წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურების ჩვენების გამო მოკლული ისტორიის მასწავლებლის, სამიუელ პატის პატივსაცემად დემონსტრაციები იმართება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გავიდა. ისინი სკანდირებდნენ „მე მასწავლებელი ვარ“. მარსელში კი პედაგოგის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

დღეს საქმეზე უკვე მე-11 ადამიანი დააკავეს.

16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის, სამიუელ პატის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა.ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში მოკლა, მანამდე ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის აბდულა ა არის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: