საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გარდაიცვალა 8 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8060.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 300 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: