ხვალიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეზღუდული რჩება

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას“ – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

აჭარის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების გამო ტრანსპორტზე შეზღუდვები 26 სექტემბრიდან ამოქმედდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: