აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

Nusagi

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. ბათუმში დღის განმავლობაში 115 ავტობუსი და 250 მიკროავტობუსი იმუშავებს, საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობა გაიზრდება.

ტრანსპორტი ყოველდღე სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. მუნიციპალური სამსახურები კი ტრანსპორტში მგზავრებს მკაცრად გააკონტროლებენ. აუცილებელია პირბადეების ტარება. როგორც მერიაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს, არ დაძრას ტრანსპორტი.

ბათუმის მერია მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენისა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

Facebook Comments
%d bloggers like this: