ბინაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მკურნალობის გარკვეული პაკეტი მუშავდება

Nusagi

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მუშავდება ახალი მეთოდი, რომლის თანახმადაც სახლში მყოფ პაციენტებს თრომბოემბოლიური გართულების თავიდან აცილების მიზნით გამოკვლევა-სისხლის საერთო ანალიზი და დედიმერი ჩაუტარდებათ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნული გამოკვლევა თრომბოემობლიური გართულების რისკებს აჩვენებს.

„ ბინაზე მკურნალობაზე ნაწილდებიან ის პაციენტები, რომლებიც არიან უსიმპტომოები ან შესაძლოა, ძალიან მცირე სიმპტომები ჰქონდეთ. ამიტომ ბინაზე დარჩენილების რაიმე სპეციალური კოვიდ მკურნალობა არ ხდება. თუ მათ აქვთ თავისი ქრონიკული დაავადება, რომლებსაც ისინი მანამდე მკურნალობდნენ ისინი აგრძელებენ მკურნალობას ძველი ექიმების დანიშნული რეჟიმით. კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება, თუ ვინმეს სჭირდება კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში მიჰყავთ.

ახლა შეიძლება განხორციელდეს ძალიან სასარგებლო ცვლილება, რაც არ ხდება დასავლეთში, იქ ბინაზე ვისაც ტოვებენ ის უსიმპტომოა, ჩვენთანაც ასეა, მაგრამ დღეს იყო პრემიერთან მსჯელობა, რომ იქნება რაღაც მინიმალური გამოკვლევის პაკეტი სისხლის საერთო ანალიზით და დედიმერით, რომელიც უჩვენებს თრომბოემობლიური გართულების რისკებს. რამეთუ თრომბოემბოლიური გართულებები კორონავირუსისთვის დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებში. სახლში დატოვებული პაციენტებიდან 2 სიგნალი იყო. ეს სიგნალი რომ არ გახდეს ხშირი და არ შეიქმნას უცხოეთის პრეცედენტი, როდესაც უსიმპტომოებშიც ბევრი დანაკარგი იყო, მუშავდება გადაწყვეტილება რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს რაღაც რისკ ფაქტორი თუნდაც სულ მცირე თრომბოემოლირი დაავადების განვითარების, ყველა მათგანს ჩაუტარდებათ პაკეტით გათვალისწინებული გამოკვლევა-სისხლის საერთო ანალიზი და დედიმერი, რაც იმის გარანტი იქნება რომ მას ასეთი გართულება არ განუვითარდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: