თუ ვინმე სახელმწიფოს უდგას ჯინში, ის ჯინში უდგას მოქალაქეებს და ეთამაშება მათ სიცოცხლეს, რაზეც სახელმწიფოს ექნება მკაცრი რეაქცია

Nusagi

ჩვენ ადრე ვიყავით შეკავების ეტაპზე, ახლა ვართ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად და სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ წესების აღსრულებას კონტროლი გაუწიოს, თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ მოქალაქეს, სხვაგვარად უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნება ვირუსის შეკავება,-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა „იმედის “ ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ქვეყანაში  მკაცრი ზომების გატარება არ იგეგმება და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. 

„ვირუსს აქვს არაპროგნოზირებადი სიტუაცია, თუმცა ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება წელიც კი გაგრძელდეს, ჩვენ ვაცხადებთ წერტილოვან შეზღუდვებს ადა ამით ვმართავთ პროცესს. ინფიცირების გაზრდილი რაოდენობა დაკავშირებულია წესების დაუცველობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უკეთესად არის მომზადებული, რესურსები ამოუწურავი არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ვირუსთან და მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაიცვან წესები, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. თუ ვინმე სახელმწიფოს უდგას ჯინში, ეს ადამიანები ჯინში უდგანან საკუთარ მოქალაქეებს და ეთამაშებიან მათ სიცოცხლეს, რაზეც ხელისუფლებას ექნება მკაცრი რეაქცია“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„შეიძლება არის გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ხდება ამის ისე წარმოჩენა, თითქოს სისტემურია ეს ხარვეზები, ეს არ არის მართალი. დღეს არის მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, დაკავებულია, ამოცანა არის, რომ მზადყოფნაში მუდმივად იყოს 800-დან 1000 საწოლამდე თავისუფალი. პროცესი ამ ნაწილში იმართება, ადრე ელემენტარულად, პირბადეები არ იყო. ბუნებრივია, რომ გარკვეული უკმაყოფილება არის, ციფრების მატებასთან ერთად შეინიშნება პანიკის ნიშნები, ამას ვხედავთ და არ გავურბვართ. საზოგადოებას აქვს ინფორმაციის ნაკლებობა, რასაც ძალიან მალე გამოვასწორებთ“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: