ლიბერალიზმის, პროდასავლურობის, პროგრესისა და ბერძენიშვილების იმედიც ბიოტერორისტი ყოფილა

Nusagi

ქართული დემოკრატიის, მწვანეობის, მულტიკულტურალიზმის, მშვიდობის, ფემინიზმის, ლიბერალიზმის, პროდასავლურობის, პროგრესისა და ბერძენიშვილების იმედიც ბიოტერორისტი ყოფილა,-ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის აღტაცებულ პოსტს ბათუმის აქციასთან დაკავშურებით.

„ლიდერის მამა მოუკვდათ Covid 19-ით და მაინც ასეთი ბომბი შეუგდეს ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ბათუმს.

ამას დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა ჰქვია!

მაგრამ აქ არ მთავრდება საკითხი! მართლა ყოჩაღ ხელისუფლებას, რომ ეს დაუშვა, რეგულაციები არ დაუწესა ასეთ პარტიებს, პირბადეები არ მიაწოდა ოპოზიციის მიერ განწირულ მოქალაქეებს. თქვენ რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდეთ მხოლოდ საარჩევნო ლოგიკით არ იხელმძღვანელებდით და აღკვეთდით ამ უმსგავსობას! მაგრამ დაელოდეთ, რათა მერე გექირქილათ“,-წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: