ლიკა ალელიშვილი: 10 წუთია ვითხოვ, გაიკეთოს პირბადე და აი, ასე იცინის!

Nusagi

რუსთავი2-ის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაიღო. ლიკა ალელიშვილი წერს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება, დიდწილად, უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურებაა.

„დღეში რომ 1000-ს ასცდა კორონავირუსის შემთხვევა, აი ასეთი “ადამიანების” დამსახურებაა! ზუსტად 10 წუთია, ჯერ ვთხოვ, და შემდეგ მოვითხოვ, გაიკეთოს პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და აი, ასე იცინის!
სამოქალაქო პასუხისმგებლობა რომ ამ დონეზე გაქვს ადამიანს, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში!!!
პ.ს. ფოტო მისი გაფრთხილების გარეშე არ გადამიღია“,-წერს ჟურნალისტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: