ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

Nusagi

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა… ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია… კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს,” – წერს დეპუტატი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: