ნუთუ რთულია, აქციაზე 1500 ადამიანს გაუკეთო პირბადე, ან სთხოვო, რომ დაიცვან დისტანცია

Nusagi

მარტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის პოლიტიკურმა ოპონენტებმა მსგავსი კატეგორიულად მიუღებელი აქციები ჩაატარეს,-ასეთი პასუხი გასცა პრემიერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში ჩატარებულ ხალხმრავალ აქციას ეხებოდა. 

„როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების მხრივ, ნუთუ რთულია, რომ 1500 ადამიანს გაუკეთო პირბადე, ან სთხოვო, რომ დაიცვან დისტანცია. ეს უბრალოდ, უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, საბოლოო ჯამში კი, მავნებლობაა“,-განაცხადა პრემიერმა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: