როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კორონავირუსმა თრომბოემბოლია არ გამოიწვიოს-ანზორ მელიას რჩევები

Nusagi

კორონავირუსი ძალიან ვერაგი დაავადებაა, აღმოჩნდა, რომ ის იწვევს სისხლის შედედების მომატებას- ჰიპერკოაგულაციას. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ძალიან გავთამამდით და არ ვიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია. ეს არის პირბადის ტარება, ხელის ხშირი დაბანა და ფეხით სიარული,-ამის შესახებ კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელმა, ექიმმა კარდიოლოგმა ანზორ მელიამ ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, ჯანმრთელი ადამიანი უცბად თრომბოემბოლიით გარდაიცვალოს.

„რაც შეეხება თრომბოემბოლიურ გართულებას, რასაც ადგილი ჰქონდა ბათუმში, ახალგაზარდა ქალი რომ გარდაიცვალა. ალბათ რაღაც წინამორბედი ჰქონდა, შეუძლებელია, რომ ჯანმრთელი ადამიანი უცბად თრომბოემბოლიით გარდაიცვალოს, შეიძლება იყო ვენების უკმარისობა, შეიძლებ- თრომბოფლებიტი, ან პაციენტი მანამდე იღებდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ეს პრეპარატიც გარკვეულ როლს თამაშობს. ყველა კორონავირუსიანს რომ გაუკეთოთ კოაგულოგრამა, ვიცი, რომ უკეთებენ, ეს საკმარისი არ არის. 

პირველ რიგში, ვისაც თრომბოფლებიტები აქვს, უნდა გაიკეთოს სისხლძარღვების ექოსკოპია, სიგარეტი უნდა გადავაგდოთ, ვიაროთ ფეხით და წონაში დავიკლოთ. არ არის ისე, რომ აბებს მივიღებთ და თავიდან ავიცილებთ თრომბოემბოლიურ გართულებას.

თუ ასე გაგრძელდა, რომ ყოველდღე 1000-ზე მეტი შემთხვევა იქნება, მრავალპროფილური ლინიკები უნდა გადაკეთდეს და თუ სახელმწიფოს გაუჭირდება, მონოპროფილური კლინიკებიც მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ვირუსის დამარცხებაში“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: