საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მოწყობილი, რომ ხშირ შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრში შესვლაზე გაცილებით უსაფრთხო იქნება

Nusagi

არჩევნები არ გადაიდება, საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მოწყობილი, რომ ხშირ შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრში შესვლაზე გაცილებით უსაფრთხო იქნება. ერთადერთი, რასაც ვთხოვთ მოქალაქეებს, ეს არის პირბადის ტარება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

მისივე თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ ყველაფერი კეთდება ვირუსის გავრცელების სისრაფის შესამცირებლად, ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

„ დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე 7 თვის წინ იყო, მაშინ მძიმე ლოქდაუნის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანაში ელემენტარულად, არ იყო საკმარისი რაოდენობით ნიღბები, სამედიცინო აპარატურა და ა.შ. დღეს ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია და ინფიცირების გადაცემის რისკის მართვა შესაძლებელია“,-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, პირბადე და დისტანციის დაცვა – ეს ის წესებია, რომელიც მსოფლიოში ყველამ მიიღო.

გახარიას თქმით, ვაიპოლიტიკოსების და ვაიექსპერტების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ეს არის გლობალური პანდემია და ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს ვირუსზე, ერთობლივი შრომის გარეშე. ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ და ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ ეს ხარვეზები სწრაფად გამოსწორდეს და სისტემური ხასიათი არ მიიღოს“,-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს არის გრძელვადიანი გამოწვევა და ამიტომ, შტაბი იმუსავებს 24-საათიან რეჟიმში.

Facebook Comments
%d bloggers like this: