სომხური მხარე: აზერბაიჯანმა რამდენიმე ქალაქი დაბომბა

Nusagi

სომხური მხარის ინფორმაციით, 18-19 ოქტომბერს ღამით აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა კვლავ დასახლებული პუნქტები დაბომბეს. კერძოდ, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ მარტუნის და ქაშათაგის რაიონის დასახლებულ პუნქტებს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

„აზერბაიჯანმა კვლავ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და არცახის დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ხდება“ – აცხადებენ სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში

Facebook Comments
%d bloggers like this: