1186 ახალი შემთხვევა-ადამიანები ვართ და უნდა მივხვდეთ, რომ აუცილებელია შევასრულოთ, რასაც გვეუბნებიან

Nusagi

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეისთვის  18 663 ინფიცირებულია დარეგისტრირებული. აქედან, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 1186 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი. 

„განაწილება ასეთია: თბილისში 40%, ანუ 469 ახალი შემთხვევაა, აჭარაში- 30% 360 შემთხვევა. იმერეთში -99. დანარჩენი- სხვა რეგიონებში.

გარდაცვლილია 7 პაციენტი. სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვია 143. კრიტიკული პციენტები დაახლოებით სამოცდაათია.. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 6-რეანიმაციაშია, მათგან 3- მართვით სუნთქვაზეა. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს 1 თვის ინფიცირებული ბავშვიც.

ეპიდსიტუაცია მძიმეა, ადამიანები ვართ და უნდა მივხვდეთ, რომ აუცილებელია შევასრულოთ, რასაც გვეუბნებიან“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: