აშშ-მ საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში კიბერთავდასხმების გამო რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა

Nusagi

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში განხორციელებული კიბერთავდასხმებისა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო, რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება ჰაკერებს, რომლებმაც შექმნეს პროგრამები: „ნოთპეტია“ , „ოლიმპიკდისთროიერ მალვეარი“ და „ქილდისკი“.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კიბერთავდასხმის სამიზნეს საქართველოს პარლამენტი, წამყვანი ქართული მედიასაშუალება, ასევე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლა, ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ვებგვერდი წარმოადგენდა.

იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, კომპიუტერულ სისტემაში შეჭრისა და მავნე პროგრამების გავრცელების შედეგად, ჰაკერების სამი მსხვერპლის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ჯამურმა ღირებულებამ ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

„არც ერთ ქვეყანას არ გამოუყენებია მისი კიბერშესაძლებლობები ისე მავნებლურად ან უპასუხისმგებლოდ, როგორც რუსეთმა. ის უსაფუძვლოდ აყენებდა უპრეცედენტო ზიანს მცირე ტაქტიკური უპირატესობისთვის. დღეს დეპარტამენტი ბრალს უყენებს ამ რუს ოფიცრებს, პასუხისმგებლებს ყველაზე გამანადგურებელი კომპიუტერული თავდასხმების სერიაზე, რომელიც ოდესმე მიწერილა ერთ ჯგუფზე. მათ შორის „ნოთპეტიას“ გამოყენებისთვის“, – განაცხადა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწე ჯონ დემერსმა.

დაზვერვის სააგენტოს ოფიცრები, რომელთაც იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს ბრალი წარუდგინა, არიან: იური ანდრიენკო, სერგეი დეტისტოვი, პაველ ფროლოვი, ანატოლი კოვალიოვი, არტიომ ოჩიჩენკო და პიოტრ პლისკინი.

Facebook Comments
%d bloggers like this: