განათლების მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში

Nusagi

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

„ჩვენი მიზანია, რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: