გოგი თოფაძე: უთხარით ჟვანიას, დაწყნარდეს… ავუხსენი, რომ 3-დან 4 წელზე დავთანხმდებით, თუ ჭკვიანად იქნებიან

Nusagi

სასამართლოში ჟვანია-თოფაძის დაპირისპირების გახმაურებული საქმის განხილვა გადაიდო, დაცვის მხარის თხოვნით, სხდომა 2 თვის შემდეგ გაიმართება.

ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუტა ჟვანიას მიერ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე სასამართლო უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაცვის მხარე მასალების გასაცნობად დროს ითხოვს. 

„პროცესი არ გამართულა, გადაიტანეს და იქნება ნოემბერში. ვუთხარი ჟვანიას, რომ დაწყნარდეს. ავუხსენი ერთხელ, მეორედ, რომ 3-დან 4 წელზე დავთანხმდებით, თუ ჭკუით იქნებით მეთქი, თუ არადა, შეიძლება, გაცილებით მეტი მიუსაჯან. კინაღამ მომიკლა ბავშვი მაგისმა შვილმა და უნდა აგოს პასუხი“,-განაცხადა გოგი თოფაძემ რუსთავი2-ის ეთერში სატელეფონო საუბრისას.

მისივე თქმით, შვილიშვილს სავარაუდოდ, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანს

„2-3 თვე უნდა იყოს ასე და ალბათ, გერმანიაში, ან ისრაელში წავიყვან“,-ამბობს თოფაძე.

როგორც რუსთავი2-ის ჟურნალისტს ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანიამ განუცხადა, მისი შვილი საპატიმროში ყოჩაღად არის, ვარჯიშობს, კითხულობს ძალიან ბევრს და მეცადინეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: