ეპიდემიოლოგი: თუ ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურდება, ვიტყვით, რომ პიკს მივაღწიეთ

Nusagi

ერთ კვირაში ეს მაჩვენებელი თუ დასტაბილურდა, ვიტყვით, რომ ეს პიკია, თუ ინფიცირებულთა მაჩვენებელმა ზრდა განაგრძო, ანუ პიკთან ახლოს ისევ არ ვართ, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, ეკატერინე ქარქაშაძემ „postv“-ის ეთერში განაცხადა.

„ეს ციფრები საკმაოდ საყურადღებო და საგანაგაშოა, მაგრამ ამ შემთხვევაში პანიკა არაფერს მოგვცემს, ეს სიტუაციას უფრო ართულებს. ყველაზე სწორი რეგულაციების შესრულებაა, რომ მეტად გავრცელებას ხელი შევუშალოთ. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, თითოეულ მოქალაქეს დღეს იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ჰგონია. არის ადამიანების ნაწილი, რომელიც რეგულაციებს არ იცავს განსახვავებული მოსაზრების გამო, მათ, სამწუხაროდ, ვირუსის არსებობის დღესაც არ სჯერათ“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: