ნათია მეზვრიშვილი: მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა

Nusagi

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის დახმარების შესახებ მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებებზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.

„იცით კონკრეტული ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ ბიზნესისა და ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად გადადგა. ამ საკითხებზე მსჯელობა არსებული შეზღუდვების პირობებში, ბუნებრივია, ახლაც მიმდინარეობს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას მიეწოდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: