ნიდერლანდური გამოცემა: მოცვის ექსპორტი საქართველოსთვის შეიძლება ძალზედ მნიშვნელოვანი იყოს

Nusagi

ნიდერლანდურმა ვებგვერდმა www.agf.nl გამოქვეყნა სტატია, რომელიც ეხმაურება ეფკოს (Efko) პრეზენტაციას მოცვის ბიზნესში ინვესტიციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.


„დავითაშვილმა ისაუბრა პროექტზე „დანერგე მომავალი“, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო მეურნეობის განვითარებას. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა კენკროვანი ხილის მნიშვნელობას.
პარტნიორობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ ფონდის ინვესტიცია ლატიაურშსა და ოზურგეთში, ემსახურება 127 ჰექტარ მიწაზე მოცვის გადამამუშავებელი ბიზნესის თანამედროვე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვას.
მისი განცხადებით, ქართულ მოცვს შეუძლია საერთაშორისო ბაზრის დიდი ნაწილი დაიკავოს და შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს მოცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში“.


Messenger.com.ge-ზე დაყრდნობით, სტატია იუწყება, რომ მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის მოცვის ექსპორტი ძალზედ მნიშვნელოვანია და რომ 5,2 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე გაკეთდა.
ეფკოს მოცვის ბიზნესის 32 ჰექტარი, ხოლო ჯამში 326 ჰექტარის ოდენობის მიწები გააჩნია.

Facebook Comments
%d bloggers like this: