პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

Nusagi

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის თემა უცნობია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, კონკრეტული ბიზნეს სექტორისთვის კორონაპანდემიის პირობებში დაწესებული საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„მე, როგორც ყოველთვის, შეხვედრაზე ბევრ საკითხს ვაყენებ. ჩვენთვის, ვინც ძირითადად საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის ბიზნესში ვართ, მთავარია, რომ დაწესებული შეღავათები გაგრძელდეს. საგადასახადო შეღავათებია ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ.

სახელმწიფო ახლა ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს. ანუ, სესხის 70%-ს სახელმწიფო იხდის და შემდეგ, ეს რამდენად მოხერხდება, არ ვიცი, ამას თუ მოახერხებენ… რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც წამოვწევთ“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: