სვენ მიქსერი: ძალიან სამწუხაროა, რომ COVID-19-ის გამო ევროპარლამენტის მისია საქართველოში არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არჩევნები წარმატებით ჩაივლის

Nusagi

ევროპარლამენტი ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს დროებით აჩერებს და დეპუტატებს უსაფრთხოების ზომების უმკაცრესად დაცვას სთხოვს. ამ მიზეზით ევროპარლამენტარები საქართველოშიც ვერ შეძლებენ 31 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოსვლას. ევროპარლამენტში საქართველოზე მომზადებული ანგარიშის ავტორი, სვენ მიქსერი ამ თემაზე „ქრონიკას“ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მას საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამას მკაცრი რეგულაციების გამო ვერ ახერხებს.

„დიდი იმედი მქონდა, რომ მონიტორინგის მისია საქართველოში გამგზავრებას შეძლებდა. COVID-19-ის გამო სიტუაცია ევროპაში ყოველდღიურად, ძალიან სწრაფად უარესდება. სიტუაცია ისე დამძიმდა, რომ ამ კვირის პლენარული სხდომაც კი ვერ ჩატარდა სტრასბურგში, ვინაიდან ჩვენ ვერ შევძლებდით სტრასბურგში გამგზავრებას. სამწუხაროდ, ჩემზე და ჩემს კოლეგებზე არ არის დამოკიდებული სიტუაციის შეცვლა. ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ყველა ვიზიტის და მისიის განხორციელება, მათ შორის საარჩევნო მისიების, შეჩერებულია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეუთო/ოდირი განახორციელებს მონიტორინგს. მე მაქვს იმედი, რომ ეპიდსიტუაცია არ შეუშლის ხელს ქართველ ამომრჩეველს შეასრულონ მათი მისია, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და აირჩიონ მომავალი პარლამენტი. ძალიან სამწუხაროა, რომ COVID-19-ის გამო ევროპარლამენტის მისია საქართველოში არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არჩევნები წარმატებით ჩაივლის. რაც შეეხება წინასაარჩევნო სიტუაციას, ვიცი, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ყოველთვის დინამიკურია, ემოციური. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა პასუხისმგებლობა აჩვენებს. იმედი მაქვს არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი და არჩევნების დღეც ინციდენტების გარეშე ჩაივლის“, – აღნიშნა მიქსერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული პროცესი არჩევნების დღეს არ სრულდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: