სოზარ სუბარი: როცა რუკები მოძიებულ იქნა პატრიოტი ადამიანების დახმარებით და გამოჩნდა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, კიდევ უფრო საოცრებას სჩადიან – წინასწარ აცხადებენ, რომ ამ საბუთებს არ აქვს იურიდიული ძალა

Nusagi

ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით – ვიცოდით, რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩაიდინა ღალატის აქტი, სამშობლოს ღალატის, სახელმწიფოს ღალატის აქტი, როდესაც ყოველგვარი საბუთების გარეშე გამოაცხადა რომ უდაბნო და ჩიჩხიტური არ არის საქართველოს ტერიტორია. ყველა დეტალი, ყველა საბუთი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ნოღაიდელს რომ არ ეთქვა, ისედაც კარგად ჩანდა განცხადებებში, რომელიც 2001,2007,2012 წლებში გააკეთეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის ისტორიული ბედის უკუღმართობა და ეს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როდესაც ყველა დეტალი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

,,მართალია მათ გააქრეს ეს რუკები, მაგრამ ღვთის მადლით, ეს რუკები იქნა მოძიებული, მოძიებულ იქნა ძალიან პატრიოტი ადამიანების დახმარებით და მაშინ როცა საბუთები გამოჩნდა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და ჩვენ ეს მართლა მეგობრული მოლაპარაკებების გზით უნდა მოვაგვაროთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან, კიდევ უფრო საოცრებას ჩადიან ეს მოღალატეები, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ამ საბუთებს არ აქვს იურიდიული ძალა, ეს არის არსაიდან მოტანილი, ამათზე დაყრდნობა არ შეიძლება და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ იმას, რაც თავის დროზე გააკეთეს, როცა სავარაუდოდ გაყიდეს ეს ტერიტორიები და ამ გაყიდვის ფასი თვითონვე გამოაცხადეს, იმიტომ, რომ როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე, კულტურის მინისტრი, პარლამენტის წევრები, უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია და თუ რაიმე საბუთი ამტკიცებს, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს არის აღარაა საბუთი და ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება.

ამით ბუნებრივია, მხარეს, რომელთანაც ამ შემთხვევაში გასარკვევი გვაქვს საზღვარი, აძლევენ იარაღს ხელში. ეს არის უბრალოდ გაუგებარი და აღმაშფოთებელი, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ბუნებრივია, როგორც ჩვენ ვცდილობთ გარკვეულ საზღვრებზე დავამტკიცოთ რომ ეს არის ჩვენს მხარეს, ისინიც ეცდებიან. ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი მათი მხრიდან ”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: