სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრისას ორი საკითხი დააყენეს, რომლებიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უკავშირდება

Nusagi

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ორი საკითხი დააყენეს, რომლებიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უკავშირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ერთი მოთხოვნა უკავშირდება, ტურიზმის ინდუსტრიის ფირმებისთვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერას, ხოლო მეორე საშემოსავლო გადასახადის შეღავათის 6 თვით გაგრძელებას, რომელსაც კომპანიები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებზე იღებდნენ.

„დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და ყველა მოთხოვნა დავიცვათ ამ კუთხით და მეორე, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ბოლო ნაწილთან დაკავშირებით პრემიერთან ორი კონკრეტული საკითხი დავაყენეთ. 1-ელი დეკემბრისთვის ტურიზმის ინდუსტრიას იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება უდგება, რომლის 4 თვით გადავადებაც განხორციელდა. ამ ინდუსტრიას წელს არ უმუშავია და მომავალ თვეებში არაა კარგი პროგნოზი და ამ დაგროვილი გადასახადის ჩამოწერას ვითხოვთ. მეორე საკითხი, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე. ვადა ამ შეღავათის 1-ელ ნოემბერს იწურება და ჩვენი თხოვნაა, მინიმუმ კიდევ 6 თვის ვადით გაგრძელდეს ეს შეღავათი. ამავე დროს, პრემიერს ვუთხარით, რომ ბიზნესი მზადაა, რომ ამ შეღავათების მიღების შემთხვევაში დავიცვათ და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილს“,-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: