ხატია დეკანოიძე – პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც ყველგან მოიკალათა

Nusagi

31 ოქტომბერს დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძარობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საჩხერში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქვეყანა დაასრულებს უკუსვლას. მან მხარდამჭერების წინაჭე პირობა დადო, რომ 31 ოქტომბერს საქართველო „გათავისუფლდება ოლიგარქისგან“.

ხატია დეკანოიძემ არჩევნებში გამარჯვების მიზნით, მხარდამჭერებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„31 ოქტომბერს შეიცვლება ამ ქვეყანაში ის უკუსვლა, რომელიც იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. 31 ოქტომბერს დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლოსთვის გავიმარჯვებთ. მე აქ თქვენთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, მინდა მხარი დავუჭირო და საჩხერლებს, ჭიათურელებს, ხარაგაულელებს მოვუწოდო, რომ მივიდნენ 31 ოქტომბერს და მხარი დაუჭირონ გიორგი კაპანაძეს, რომელიც არის დაუღალავი მებრძოლი, დაუღალავი ადამიანი და იქნება თქვენი წარმომადგენელი, თქვენი უშუალო მეგობარი საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. პირობას ვდებთ ყველა ერთად, პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგისი სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა! ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი და გასასხვისებელი ქვეყანა. ჩემო ძვირფასებო, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, დავუჭიროთ მხარი გიორგი კაპანაძეს და მოვიგოთ არჩევნები, რომელიც იქნება ჩვენი მომავლისთვის,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: