ჯონ ვოიტი: ბაიდენი ბოროტია, ტრამპმა უნდა გაიმარჯვოს! მემარცხენეები გაგანადგურებენ თავიანთი ტყუილებით

Nusagi

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლის მამამ, ჯონ ვოიტმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ბაიდენი ბოროტია, ტრამპმა უნდა გაიმარჯვოს! ის ნამდვილია, ის დააბრუნებს ხალხის ნდობას, ეს მემარცხენეები ამერიკელი ხალხისთვის არ არიან. ეს ერთ-ერ ყველაზე დიდი შენიღბვაა, რაც კი ოდესმე არსებულა. ბაიდენი ობამას პოლიტიკის გაგრძელებაა, იმ პოლიტიკის, რომელმაც დაასუსტა ამერიკა. ამას ვეღარ დავუშვებთ. მემარცხენეები მატყუარები არიან და ატყუებენ ხალხს, მათ წაართვეს ქვეყანას მისი დიადი ძალაუფლება თავიანთი თავისუფლების ეგოს გამო., რათა მართონ ეროვნული ეკონომიკა.

ღმერთს შევთხოვოთ, რომ გაგვათავისუფლოს ამ საშინელებისგან. მოდით, დავანთოთ სანთელი ამ თავისუფალი ადამიანების ქვეყნისთვის და დავაბრუნოთ იმ ადგილას, სადაც ერთხელ ამაყად იდგა. ეს არის ღმერთის თავისუფლება, ღმერთის სიყვარული. ის ღირსებაა. ღმერთი განკურნავს ამ მიწას, დაამარცხებს სიცრუეს. თავისუფალი ხალხის ქვეყანა აიწყვიტავს ბორკილებს.

თქვენ ხმა უნდა მისცეთ დონალდ ტრამპს, ის იბრძვის ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მას თქვენსავით უყვარს ეს ქვეყანა, არ მისცეთ სიცრუეს თქვენით მანიპულირების საშუალება, რადგან მხოლოდ სიმართლე გაიმარჯვებს. ტყუილი უნდა აღმოიფხვრას. ტრამპი შესანიშნავი პრეზიდენტი იყო ამერიკელი ხალხისთვის 4 წლის მანძილზე და მას სურს, განაგრძოს ბრძოლა ქვეყნის დიდებისა და თავისუფლებისთვის.

მემარცხენეები გაგანადგურებენ თავიანთი ტყუილებით და მოსპობენ ამერიკას, მოდით, ყველამ ვილოცოთ, დავიჭიროთ ხელში უფლის სიმართლის ლამპარი და ვილოცოთ მსოფლიოს მშვიდობისათვის, ვილოცოთ ამერიკისთვის, რათა მან შეძლოს ამერიკის დროშის ამაყად აღმართვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად 2020 წელს.“,-ნათქვამია ჯონ ვოიტის მიმართვაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: