22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება

Nusagi

დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მცხეთაზე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. გუშინ აღინიშნა, რომ რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ის რეჟიმი ამოქმედდება, რაც არის ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე რესტორნებთან მიმართებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჩაკეტვის მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება, რადგან ამას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: