ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს

Nusagi

უახლოესი 2-4 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები ვერ შემცირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცდილობენ, რომ ყველა ახალი შემთხვევა იყოს მართული და ვისაც სჭირდება მკურნალობა, ის კლინიკაში მიიღონ. გამყრელიძის ინფორმაცით, ქვეყანაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 1.5-2%-მდე მერყეობს და ასეთ პაციენტებს დამატებითი რეანიმაციული ღონისძიებები ესაჭიროებათ.

„მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სიცხის დამწევი პაციენტებმა 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში უნდა მიიღონ. 10-12 დღის განმავლობაში ვირუსი ორგანიზმიდან გადის და ადამიანი ჯანმრთელდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: