ამირან გამყრელიძე: პანდემია, სხვადასხვა გათვლით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს

Nusagi

პანდემიას სჭირდება დრო, უკვე 10 თვეა გარღვევა ვერ მოხდა მკურნალობაში და ჯერჯერობით არც ვაქცინა არაა. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი და ის თანდათან დასუსტდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად 5 პრევენციული ღონისძიება რჩება, პირველია პირბადე. „დაბეჯითებით გეუბნებით, რომ პანდემია არ დასრულდება რამდენიმე თვეში და არც ერთ წელიწადში. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი და ის თანდათან დასუსტდება. პანდემია სხვადასხვა გათვლებით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს.ამასობაში ჩვენ გვიწევს მასთან ერთად ცხოვრება და ეს უნდა ვისწავლოთ.

Facebook Comments
%d bloggers like this: