კრიმინალი

გაისროლეს და არიან დაჭრილები, რეაქცია რაც ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ უმძიმესი იყო – ირაკლი კობახიძე დმანისის ინციდენტზე

Nusagi

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან გაისროლეს, რის შედეგადაც ადამიანები დაიჭრნენ. 

“დმანისში ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ რეაქცია, რაც ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ, უმძიმესი იყო. მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ დროს, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან. ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,072 ნახვა
%d bloggers like this: