გახარია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Nusagi

როგორც მაქვს ინფორმაცია, ზუგდიდის ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა, – ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამართალდამცველები ყველა ღონეს მიიღებენ იმისთვის, რომ სპეცოპრეაცია ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდეს.

“ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება არ არის სწორი, თუმცა დღეს, ახლა რა ინფორმაციაც მაქვს ერთი დამნაშავე, სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონისძიებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია მშვიდობიანად” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ბანკში სავარაუდოდ ძარცვის მიზნით, ორი ნიღბიანი ეიარაღებული პირი შეიჭრა. ამ დროსითვის ზუგდიდი ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: