„ევროპული საქართველო” ავტოაქცია “დაუპიპინე ბიძინას” მართავს

Nusagi

„ევროპული საქართველოს“ დღეს ავტოაქციას მართავს, რომელსაც დაუპიპინე ბიძინას“ სახელწოდება აქვს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო კაპანაძის განცხადებით, დღევანდელი ავტომარში არის პროტესტი იმ რეჟიმის, რომელიც დღეს საქართველოშია.

“ჩვენ გვიერთდება ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე ათასი მანქანა, რომლებიც მოძრაობენ, ასიგნალებენ და პროტესტს გამოხატავენ იმ რეჟიმის მიმართ, რომელოც დღეს არის საქართველოში. ეს არის პროტესტი იმ ჭაობის და სიღარიბის მიმართ, რომელშიც ჩაგვფლო ივანიშვილმა და იმ ჩაფლავებული რეაქციის მიმართ, რომელიც ამ მთავრობას ჰქონდა, მათ შორის კორონაეპიდემიასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ 31 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება”,- განაცხადა კაპანაძემ.

ავტომარში სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას” დღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: