ვლადიმერ ბორცვაძე: მოლაპარაკებების შედეგად, 2 მძევალი გათავისუფლდა, მოლაპარაკებები გრძელდება

Nusagi

ზუგდიდში თავდამსხმელმა მოლაპარაკებების შედეგად, 2 მძევალი გაათავისუფლა,-ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

„ყველაფერს ვაკეთებთ დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად, თხოვნა გვაქვს მედიის წარმომადგენლებთან- შემთხვევის ადგილის პირდაპირ ეთერში გაშუქებისგან თავი შეიკავოთ, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მოლაპარაკებების პროცესს“,-განაცხადა მან.

არსებული ინფორმაციით, ბანკის შენობაში 16 მძევალი რჩება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: