თავდამსხმელმა ბანკის შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა

Nusagi

საქართველოს ბანკის შენობა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად დატოვა. ის შენობიდან გახსნილი ხელყუმბარით გამოვიდა და ფარად მძევლები ჰყავდა აფარებული, ამ დროისთვის ძალოვანები არ ავრცელებენ ინფორმაციას, თუ საით გაემართა ტერორისტი და სად არის სამი მძევალი.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს ინკასაციის მანქანით მიუტანეს თანხა, რომელსაც ის ითხოვდა. 

ექსპერტების შეფასებით, დამნაშავე ყოფილი სპეცრაზმელია, მას ეს ქცევაზე და აღჭურვილობაზე ეტყობოდა. რაც შეეხება შტურმს, ექსპერტები ამბობენ, რომ ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: